საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტურისტული კომპანია ,,ეთნო ტურის“ შეხვედრა სტუდენტებთან / პრეზენტაცია დასაქმების პერსპექტივებზე.

2019 წლის 19 დეკემბერს თსუ I კორპუსის #115 აუდიტორიაში 16:00 სთ-ზე გაიმართება სტუდენტთა შეხვედრა ტურისტული კომპანია „ეთნო–ტურის“ წარმომადგენლებთან – მამუკა ბიჭაშვილთან და მწერალ დათო ტურაშვილთან.

შეხვედრა შედგება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტურისტულ კომპანია „ეთნო–ტურს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარება და დასაქმების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე „ეთნო–ტურის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებაზე, მიზნებზე და სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე.

 

თარიღი: 16/12/2019